კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო სიდნეიში „ლოქდაუნი“ კიდევ ერთი კვირით, 16 ივლისამდე გახანგრძლივდა.
როგორც „ახალი სამხრეთ უელსის“ შტატის პრემიერ- მინისტრი ამბობს, „დელტა“ შტამი ვირუსის სხვა ნებისმიერ ფორმაზე უფრო გადამდებია.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვების შემოღების გადაწყვეტილება 26 ივნისს მიიღო. „ლოქდაუნი“ 9 ივლისამდე უნდა გაგრძელებულიყო.
სიდნეიში, სადაც ავსტრალიის 25 მილიონიანი მოსახლეობის მეხუთედი ცხოვრობს, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის პირველი შემთხვევა 3 კვირის წინ გამოვლინდა. დღემდე კი „დელტა“ შტამით დაინფიცირებულების რიცხვი ჯამში, 350-მდე გაიზარდა.











