fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„დემოკრატიის ინდექსი”: ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება ავალდებულებს მმართველ პარტიას, აწარმოოს მოლაპარაკებები

10:57 ნოემბერი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
830
ნახვა

ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს, – ამის შესახებ ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსის” განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი კენჭს არ უყრის ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, ჰგავს კონსტიტუციური ნორმებით მანიპულირების მცდელობას პარლამენტში მრავალპარტიულობის ილუზიის შესაქმნელად, მათი თქმით, ხელისუფლება ვერ აიძულებს მანდატზე უარნათქვამ დეპუტატებს განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა.

„საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია პარლამენტის წევრის პირადი განცხადება. პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 და მე-12 პუნქტების თანახმად, პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი (პარლამენტის წევრის განცხადება დაუყოვნებლივ გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც ორი კვირის ვადაში ამზადებს დასკვნას და გადასცემს ბიუროს. ბიუროს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში). ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეყილების მიღებამდე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე კენჭისყრა დაუშვებელია. შესაბამისად, თუ საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე არ გაიტანს ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ, ეს შეაფერხებს მთლიანად პარლამენტის მუშაობას.

უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, მანდატზე უარის თქმა არის პარლამენტის წევრის უფლება და მის ხელთ არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებას მას პარლამენტი ვერ შეუზღუდავს. შედეგად, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმით შეიქმნება პარლამენტში ოპოზიციური პარტიების არსებობის მხოლოდ ილუზია, როცა ოპოზიცია რეალურად არ იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში.

ამასთან, იმის მიუხედავად, მე-10 მოწვევის პარლემენტი შეუწყვეტს თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს უფლებამოსილებას, მათ მაინც შეეძლებათ ბოიკოტის გზით გამოეთიშონ საპარლამენტო პროცესებს. ასეთ შემთხვევაში, ფორმალურად პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ოპოზიცია, თუმცა ფაქტობრივად საკანონმდებლო ორგანო დარჩება ერთპარტიული. რეალური შედეგის თვალსაზრისით, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ისევე არ იქნება ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, როგორც ეს მოხდებოდა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

გარდა ამისა, მმართველმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება ავალდებულებს მმართველ პარტიას სულ მცირე, აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მაქსიმალურად ეცადოს კონსესუსის მიღწევას. ბოიკოტზე პასუხი არ შეიძლება იყოს ბოიკოტის უგულებელყოფა.  

ამავდროულად, არსებულ რეალობაში პარლამენტის იმ წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარის თქმა, რომლებიც საკუთარი განცხადებით მოითხოვენ  უფლებამოსილების შეწყვეტას, გამოიწვევს საბიუჯეტო თანხების არაეფექტურ ხარჯვას. თითოეული დეპუტატის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 5 000 ლარამდეა. 2020 წლის არჩევნების პირველი ტურის შედეგებით საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე უარს 59 ახალარჩეული წევრი აცხადებს. სახელისუფლებო პარტიის მიერ დეპუტათა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარლამენტის წევრებისთვის ყოველწლიურად ხელფასის სახით გადახდილი 3.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობით საბიუჯეტო დანახარჯს გამოიწვევს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის განცხადება საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ ოპოზიციის წევრთა უფლებამოისილების შეწყვეტის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის თაობაზე შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ მმართველი პარტიის ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არ არის მიმართული პროტესტის განმუხტვისა და პოლიტიკური კრიზისის დასტაბილურებისაკენ, ვერ აზღვევს ერთპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბების რისკს.

„დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს ყველა სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტი, რაც არსებული კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს. ერთპარტიულობა პარლამენტის დეინსტიტუციონალიზაციასა და დელეგიტიმაციას გამოიწვევს, რაც მმართველ ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას სათანადოდ უპასუხოს ოპოზიციის ბოიკოტს – აწარმოოს რეალური დიალოგი და მიაღწიოს კონსესუსს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან – რაც არის ბოიკოტის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის მიზანი დემოკრატიულ პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

„პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს ოპოზიციის გასვლას პარლამენტიდან” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

თეგები: არჩევნების მეორე ტური

დაკავშირებული სტატიები

სიახლე

არჩევანს აკეთებენ იმისთვის, რომ დასრულდეს სამარცხვინო საბჭოთა სტილის ერთპარტიული მმართველობა – ნიკა მელია

ოქტომბერი 30, 2021
782
პოლიტიკა

განმეორებით არჩევნებზე საუბარი უკვე შეუძლებელია, ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს – სალომე სამადაშვილი

ნოემბერი 23, 2020
961
პოლიტიკა

ყველა, ვინც მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას”, ჩვენი ნაციის სამარცხვინო ნაწილია – ლევან ბერძენიშვილი

ნოემბერი 23, 2020
3.2k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია