fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“: სასულიერო პირები ნაკლებად ერეოდნენ წინასაარჩევნო პროცესში

16:30 დეკემბერი 1, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
819
ნახვა

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა და არჩევნების შემდგომ პერიოდში მათ აქტიურობაზე დაკვირვების მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში მოიცავს 1-ლი ნოემბრიდან არჩევნების მეორე ტურამდე (21 ნოემბრის ჩათვლით) პერიოდს, თუმცა, მასში ასევე აღწერილია არჩევნების მეორე ტურის შემდგომი მოვლენებიც.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურამდე სასულიერო პირები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, უფრო თავშეკავებულები იყვნენ.

“31 ოქტომბრის არჩევნების დღემდე ადგილი ჰქონდა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლო აგიტაციის არა ერთ შესაძლო ფაქტს, არჩევნების მეორე ტურამდე სასულიერო პირები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, უფრო თავშეკავებულები იყვნენ.
უფრო მეტიც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მეორე ტურის დასრულების შემდეგაც არ გაუკეთებია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე განაცხადა, რომ პოლიტიკური დაძაბულობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პოლიტიკური განცხადებების კეთებას, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა საბოლოო შედეგი.
თუმცა საპატრიარქომ თითქმის ყველა არჩევნების დროს ოფიციალურად მიულოცა გამარჯვებულ ძალას, მიუხედავად იმისა, გამოცხადებული იყო თუ არა არჩევნების საბოლოო შედეგები. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს მეორე დღესვე მიულოცა, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად შეჯამებული. პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცა 2012 წლის 5 ოქტომბერსაც, არჩევნებიდან მე-4 დღეს, მაშინ როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 2012 წლის 19 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
გადაჭრით იმის თქმა, რომ საპატრიარქომ წინა წლების ტრადიცია დაარღვია პოლიტიკური პროცესებისგან სრული დისტანცირების და სეკულარიზმის პრინციპიდან გამომდინარე, რთულია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში სასულიერო პირთა მაღალი პოლიტიკური აქტიურობის ფონზე. ზოგადად კი,  საპატრიაქროს მხრიდან თავშეკავებული პოზიცია დადებითად უნდა შეფასდეს”, – ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თეგები: პოლიტიკასასულიერო პირი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს -კელი დეგნანი

თებერვალი 6, 2022
789
პოლიტიკა

მივემგზავრები უკრაინაში, რათა დავუდასტურო ჩვენი მხარდაჭერა – მამუკა ხაზარაძე

იანვარი 30, 2022
771
პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ლიდერები დღეს სამეგრელოში ჩავლენ

იანვარი 30, 2022
772

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია