დემოკრატიის სამიტზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამართავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია მიწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური 9-10 დეკემბერს ჩანიშნულ დემოკრატიის სამიტს ვირტუალურ რეჟიმში დაესწრება.











