“სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მათთვის, ვინც მას მხარს უჭერს”, – ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი ათობით ჟურნალისტზე პუტინისტური ჯგუფების ძალადობას.
“დემოკრატიული მთავრობების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის მშვიდობიანი შეკრების უფლება და დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ასრულებენ. სევდიანი დღეა საქართველოსთვის და მათთვის, ვინც მას მხარს უჭერს”, – ამბობს იან კელი.
შეგახსენებთ, დღეს ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა, რომლებიც “ღირსების მარშის” გამართვას ეწინააღმდეგებიან, მედიის წარმომადგენლები სცემეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალადობრივი ჯგუფი თავს ესხმოდა სხვა მშვიდობიან მოქალაქეებსაც.











