ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, დეპუტატების მაქსიმალური რაოდენობა პარლამენტისგან მიღებულ ხელფასს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან საბრძოლველად გამოყენებს.
უგულავას განმარტებით, ეს ფული სამოქალაქო აქტივიზმს მოხმარდება.
„დიახ, ჩემო ბატონო ძვირფასო ირაკლი, მაქსიმალურად ბევრი დეპუატატი ამ ხელფასს გამოიყენებს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში. ეს იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც დღეს აქტიურობენ, მაგალითად, პარლამენტთან, ბათუმში, რომ ხელფასები მანამ, სანამ ეს ხელფასები ჩაირიცხება, და შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება მაქისიმალურად ცდილობს გაწელოს [დრო]. ასე რომ, რაც უფრო გაწელავთ, მით უფორ მეტი თანხა იქნება გამოყოფილი თქვენ მიერ თქვენს რეჟიმთან საბრძილველად“,- განაცხადა უგულავამ.
ვინ არის სამი ოპოზიციონერი, რომელიც ბოიკოტის მიუხედავად, დეპუტატის ხელფასს ითხოვს











