უმაღლესი საბჭოს უპარტიო დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილზე „ალტერნატივას” მხრიდან გუშინ განხორციელებული ინციდენტის ფაქტზე პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივას წევრი ირაკლი ფანგანი დააკავა.
დაკავების დროს ის „ალტერნატივას” ოფისში იმყოფებოდა.
დაკავების დროს ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პოლიციას შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
შეგახსენებთ, ირაკლი ჩავლეიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ ნაგვის ურნიდან ნაგავი თავზე დააყარეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 238-ე და 156-ე მუხლებით დაიწყო.











