„მედიიდან მოედინება ცილისწამების ნიაღვარი, კანონის გამკაცრება გიფიქრიათ?“ – ამ კითხვით მიმართა „ევროპული სოციალისტების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რომელიც პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფება.
„დღევანდელ საზოგადოებაში რთული ვითარებაა ურთიერთბრალდებების თვალსაზრისით. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს განსაკუთრებით მედიიდან, გამოედინება, მე ვიტყოდი, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნიაღვარი – ხომ არ ფიქრობთ ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას? ან გიფიქრიათ თუ არა, როგორ შეიძლება ეს შეჩერდეს“, – აღნშნა ინჯიამ.











