რუსეთისა და ბელორუსის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ლუკაშენკო სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ “დესტრუქციულ ძალებს” არ უნდა მიეცეთ საშუალება ისარგებლონ რესპუბლიკაში შექმნილი რთული ვითარებით.
საუბარი ლუკაშენკოს ინიციატივით შედგა, ხოლო საუბრის დეტალები კრემლის პრესსამსახურმა გაასაჯაროვა.
ლუკაშენკომ პუტინს აცნობა, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შემქნილი ვითარების შესახებ. მისი თქმით, პრობლემები მალე დარეგულირდება.
„მთავარია, ამ პრობლემებით არ უნდა ისარგებლონ იმ დესტრუქციულმა ძალებმა, რომლებიც ცდილობენ ორი ქვეყნის ურთიერთობას ზიანი მიაყენონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
პუტინმა და ლუკაშენკომ დადებითად შეაფასეს ორი ქვეყნის „მჭიდრო თანამშრომლობა“, ბელარუსში დაკავებული რუსეთის 32 მოქალაქის გათავისუფლების საკითხი.
11 აგვისტოს ბელარუსიაშია საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დედაქალაქ მინსკში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო და მეხუთე დღეა მიმდინარეობს.
ყველაზე რთული ვითარება მინსკშია. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით აქციების დროს 2 ადამიანი დაიღუპა, 7000-მდე მომიტინგე დააკავეს.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა და ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა. მათივე ცნობით, მეორე ადგილზე ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია გავიდა 10.09%-ით. ტიხანოვსკაიას შტაბი ცესკო-ს უნდობლობას უცხადებს.
ოპოზიციის ლიდერი ბელარუსიდან არჩევნების ოფიციალური შედეგის გამოცხადების შემდეგ, ლიეტუვაში წავიდა. მისი გამგზავრებიდან მალევე, ინტერნეტში ორი ვიდეო მიმართვა გავრცელდა.
პირველი მიმართვა, სადაც ციხანოვსკაია ვიდეოს თავად იღებს, არჩევანის არარსებობას, მისთვის გამოუვალ მდგომარეობასა და ქვეყნის დატოვების აუცილებლობას ეხება.
მეორე ვიდეო მიმართვა კი ტელეგრამის პროსამთავრობო არხზე გავრცელდა, სადაც ციხანოვსკაია კამერას არ უყურებს, დაწერილ ტექსტს კითხულობს და ხალხს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს:
მე სვეტლანა ტიხანოვსკაია მადლობას გიხდით სახელმწიფოს მეთაურის არჩევაში მონაწილეობის მიღებისთვის. ბელარუსის მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთა. მადლიერებითა და სითბოთი მსურს მივმართო მათ, ვინც ამ ხნის განმავლობაში მხარს მიჭერდა











