ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებით, საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება.
„საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება. როგორც წესი, ევროპარლამენტი თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება, მაგრამ ვითვალისწინებთ ამ არჩევნების განსაკუთრებულ დატვირთვას და ჩვენ შესაძლოა, განვიხილოთ, როგორ ვიქნებით ჩართული დაკვირვების პროცესში. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა. ვიცით, ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ პოზიტიურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.









