დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მემორანდუმს ხელი დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოაწერეს.
დევნილთა სააგენტო ვეტერანი დევნილების განსახლების მიმართულებით სპეციალურ პროექტს, უკვე ახორციელებს. წყაროს მიხედვით, სააგენტო საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებში დევნილი ვეტერანების ჩართვას ხელს მისცემს.
განცხადება იუწყება, რომ დევნილი ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მომავლში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.











