უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული.
12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. შეზღუდვა გუშინ ამოქმედდა. შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.
ამასთან, დღესაც მოქმედებს სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა.
შეზღუდვა 2 მაისს შევიდა ძალაში და დღეის ჩათვლით იმოქმედებს. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.










