აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დღეიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოს ბაზარზე ფრენებს განაახლებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დღეიდან განახლებული ქუთაისის აეროპორტიდან ვილნიუსისა და ვარშავას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები აღდგება.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს შორის გაფართოებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.
შედეგად, 18 აპრილს Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას დაიწყებს“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.











