fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დღეიდან, პროექტი „დღგ-ის ავტომატური დაბრუნება“ სრულად ამოქმედდა

22:31 ნოემბერი 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2k
ნახვა

პროექტი „დღგ-ის ავტომატური დაბრუნება“ დღეიდან სრულად ამოქმედდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, პროექტი გულისხმობს კონკრეტული თვის დღგ-ის დეკლარაციით წარმოქმნილი საგადასახადო ზედმეტობის ავტომატურ (მოთხოვნის გარეშე) დაბრუნებას.

„დღეს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს საგადასახადო ადმინისტრირებაში! დასრულდა სამუშაო პროცესი და დღეიდან სრულად ამოქმედდა პროექტი: „დღგ-ის ავტომატური დაბრუნება“. პროექტი გულისხმობს კონკრეტული თვის დღგ-ის დეკლარაციით წარმოქმნილი საგადასახადო ზედმეტობის ავტომატურ (მოთხოვნის გარეშე) დაბრუნებას.

ამ პროექტის შემუშავებაზე და ამოქმედებაზე ძალიან დიდი ძალისხმევა და რესურსი დაიხარჯა, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს შემოსავლების სამსახური Revenue Service. ამ ერთი შეხედვით მარტივი პროცედურის მიღმა 2-წლიანი დატვირთული სამუშაო პროცესი და ნულიდან შექმნილი თანამედროვე სისტემები დგას, რაც უზრუნველყოფს დღგ-ის დაბრუნების პროცესის უსაფრთხოდ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

ისტორიულად ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნება ერთ-ერთი ყველაზე სუსტი კომპონენტი იყო ჩვენი საგადასახადო ადმინისტრირების და იყო პერიოდები, როცა გადამხდელისთვის ძალიან მაღალი „რისკის“ შემცველიც. ტრადიციული შეკითხვა, ავტომატურად მოყვება თუ არა ზედმეტობის მოთხოვნას მაკონტროლებელი/სამართალდამცველი ორგანოების შემოწმება ძალიან დიდ ხნის განმავლობაში იყო აქტუალური.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს აქტუალური საკითხი საერთოდ არ არის, გასაკვირი არ იქნება, თუ საწყის ეტაპზე გადამხდელების გარკვეული/მცირე ნაწილი მაინც ეჭვის თვალით შეხედავს ამ პროცესს, თუმცა ძალიან მალე დავინახავთ, რომ ამ სისტემას განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე აყავს საგადასახადო ორგანოს ფუნქციონირება. თავისი შინაარსით ახალი პროექტი არის მსოფლიოში არსებული უმაღლესი სტანდარტი ზედმეტად გადახდილი გადასახადების მართვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი ეკონომიკისთვის“, – წერს ლაშა ხუციშვილი.

ამასთან, ხუციშვილი აქვეყნებს პირველი თვის შედეგებსაც. მისი ინფორმაციით, ნოემბრის თვეში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით 9 000-ზე მეტ დღგ-ს გადამხდელს დაუბრუნდა 70 მილიონ ლარზე მეტი თანხა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია“, – წერს ლაშა ხუციშვილი.

თეგები: კომუნალური გადასახადებიფულადი დახმარება

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

ფულადი დახმარების კიდევ ერთ პროგრამა (დეტალები)

მაისი 7, 2021
1.2k
პოლიტიკა

„ევროპელი სოციალისტები“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ერთი თვით გახანგრძლივებას ითხოვენ

მარტი 2, 2021
853
მთავარი ამბავი

200-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა წრეში ცვლილებებია

თებერვალი 10, 2021
3.7k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია