fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დღეიდან ქორწინების საზეიმო ცერემონიალები დაშვებულია

12:07 ივნისი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
965
ნახვა

დღეიდან, 9 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, ქორწინების სივრცეები გაიხსნა თელავსა და გრუჯაანშიც.

„ქორწინების საზეიმო ვითარებაში რეგისტრაციის მსურველ პირებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული მომსახურების მისაღებად მიმართონ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა ქორწინების სახლს (სივრცეს), მათ შორის თელავსა და გურჯაანში ახლად გახსნილ საქორწინო სივრცეებს, ასევე, ისარგებლონ ქორწინების რეგისტრაციის გასვლითი სერვისით, მათთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.

აღსანიშნავია, რომ თელავსა და გურჯაანში ქორწინების საზეიმო სივრცე ამ დრომდე არ არსებობდა და ქორწინების მსურველ წყვილებს შეეძლოთ, მიემართათ მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ფილიალებისთვის, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე ტარდებოდა.

დღეიდან, ნებისმიერ წყვილს საშუალება აქვს, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს ახლად გახსნილ, სპეციალური საქორწინო–სადღესასწაულო დეკორაციებით გაფორმებულ სივრცეში. ახალი, თანამედროვე სტანდარტებს შესაბამისად მოწყობილი ქორწინების სივრცეები განთავსებულია თელავისა და გურჯაანის იუსტიციის სახლებში.

წყვილმა ქორწინების საზეიმო ცერემონიალის სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია გაითვალისწინოს, რომ ერთობლივი განაცხადის წარსადგენად იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge. ამისთვის საჭიროა, კალენდარში აირჩიოს მისთვის სასურველი ვიზიტის თარიღი და ფილიალი, რის შემდეგაც მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღებს მომსახურების ერთჯერად კოდს, რომელსაც ფილიალში მისვლის დროს წარადგენს. შერჩეულ ფილიალში ქორწინების საზეიმო რეგისტრაციის მსურველ წყვილს ოპერატორი ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს. ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია 2020 წლის 11 სექტემბრიდან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების გამო, დროებით შეჩერებული იყო

თეგები: ქორწინების რეგისტრაციაქორწინების სახლი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ქორწინების სახლები გაიხსნა

ივლისი 21, 2020
853

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია