პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება.
გადაწყვეტილების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე, რეგულაციების შემსუბუქება შეეხო შაბათ-კვირის შეზღუდვასაც და მუნიციპალური ტრანსპორტი მიმდინარე კვირიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებს.











