ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობის 4 392 საწოლია მობილიზებული.
მისი თქმით, საწოლ ფონდის დეფიციტი არ არსებობს.
„დღეის მდგომარეობით 4 392 საწოლია მობილიზებული. მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ჩვენი მხრიდან, კერძოდ თბილისის მასშტაბით 4 კლინიკა ჩაერთვება შემდეგ დღეებში, შიდა ქართლში უკვე დღეიდან ჩაერთვება 3 კლინიკა, იმერეთის რეგიონში ასევე 3, კერძოდ ქუთაისში 2. აქედან გამომდინარე არ ვთვლით, რომ საწოლ ფონდის დეფიციტი არსებობს. იცით, რომ ასევე სასტუმროების სივრცეს ვიყენებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.











