496 დევნილ ოჯახს დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ბინას გადასცემს ან უკვე არსებულს დაუკანონებს. ამის შეასხებ პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და წლის ბოლომდე 500-მდე დევნილ ოჯახს მოიცავს.
„დღეს 496 დევნილ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები კიდევ რამდენიმე გვექნება, რომელიც მოიცავს 500-მდე დევნილ ოჯახს მთელი ქვეყნის მასშტაბით“,- აღნიშნა გახარიამ.











