დღეს არის სასიხარულო დღე და ამავდროულად არის სევდიანი დღე, როდესაც ვიხსენებთ 9 აპრილის გმირებს,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
„ადამიანებმა რომლებმაც თავი გასწირეს ჩვენი თავისუფლებისთვის. მთავარია რომ გვახსოვდეს, რომ თავისუფლების ბრძოლა არ იყო და არ არის ერთადერთი აქტი, ეს არის დღესაც, ყოველდღიური საქმე, თავისუფლების მოპოვება და მისი შენარჩუნება,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.











