აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, დღეს 15:00-დან 19:00 საათამდე ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა მოქალაქეებს კორონავისრუსზე უფასო PCR ტესტირებას ჩაუტარებს.
პოლიკლინიკის მისამართია: ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. N2.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვისაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ, მიმართონ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარონ უფასო PSR ტესტირება.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











