დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რატომ არის საჭირო კოვიდმართვაში სტუდენტების ჩართვა.
„მაქსიმალურად უნდა მოვაბილიზოთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც დასაქმებული არ არიან და სამედიცინო კურსის მაღალკურსელები და რეზიდენტები. დღეს ჩვენ ომში ვართ, ომში მეოთხე კურსის სტუდენტები მიყავდათ ხოლმე, მეორე მსოფლიო ომში. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, როცა საჭიროა უნდა მოხდეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების და სტუდენტების მობილიზება.
როცა მეხუთე კურსზე ვიყავი მთელ რიგ სამედიცინო ჩარევებს ვაკეთებდი, მითუმეტეს მართვა ქოლცენტრით, ადამიანისთვის რეკომენდაციის მიცემა თავისუფლად შეიძლება, ამიტომ ეხლა მოკლე კურიკულუმია შედგენილი სტუდენტებზე, თუ რა უნდა იცოდნენ კოვიდზე და დარწმუნებული ვარ ექიმის ასისტენტებად, მითუმეტეს რომ ჩვენ გვაქვს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირენბის მაჩვენებელი,“- განაცხადა გამყრელიძემ.











