“საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის დეპუტატებიც შევიდნენ! დარწმუნებული ვარ, როგორც პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა გადადგეს პოლიტიკურად აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი ასე მოიქცევა სხვა პარტიების წარმომადგენლებიც”, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის პარლამენტში შესვლას.
ლევან ნიკოლაიშვილის თქმით, აღნიშნული სამი დეპუტატის პარლამენტში შესვლით ოპოზიციის ბოიკოტი ფაქტობრივად ჩავარდა.
“დღეს დაიწყო სააკაშვილ-ბოკერიას უნიჭო გეგმის დასრულება, ბოიკოტი ფაქტობრივად ჩავარდა! საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის დეპუტატებიც შევიდნენ! დარწმუნებული ვარ, როგორც პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა გადადგეს პოლიტიკურად აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი ასე მოიქცევა სხვა პარტიების წარმომადგენლებიც.
დიახ, თუ პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური სუბიექტი ხარ, ამომრჩეველმა ნდობა გამოგიცხადა და ხალხის მანდატი მიიღე, სწორედაც რომ პარლამენტია ის ადგილი სადაც პოლიტიკური ბრძოლა უნდა გააჩაღო და შენი ამომრჩევლის ინტერესები დიცვა. ხოლო, ვინც კიდევ ვერ გამოდის სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას რევოლუციური-მავნებლურ მარწუხებიდან, მოკლედ ვეტყვი-დროა დაამტკიცოთ, რომ დამოუკიდებლები ბრძანდებით, და სწორედაც პარლამენტში გამოიჩინეთ თავი, იქ რისთვისაც ხალხმა ხმა მოგცათ და არა ქუჩაში, რასაც სააკაშვილი-ბოკერია-გვარამია მოგიწოდებთ…”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი „პატრიოტთა ალიანსიდან“ პარლამენტის წევრები გახდნენ










