ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბარისახო, ზემო ხორხი, ნეძიხი, ლაუშა, ხარტიშო, გუდანი, მიგრიაულთა, შუაფხო და მიმდებარე სოფლებში.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ასევე გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ 11:00 საათიდან 16:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: ვარდისუბანი, არშა, სტეფანწმინდა, გველეთი, ტყარშეტი, გერგეთის უბანი და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აცხადებენ კომპანიაში.










