თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი გაიმართება.
მისი ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა ხელოვნურად ცდილობს გიორგი რურუა საპატიმროში დატოვოს.
სასამართლო სხდომა 10:30 საათზე არის ჩანიშნული.
ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება გულისხმობს.











