დღეს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.
საქმე ეხება დაკავებულ არასრულწლოვნებს, რომელთაც გამოძიება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.
6 არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალდებას ამ დრომდე არ აღიარებს, ადვოკატები კი მიიჩნევენ, რომ ბრალდებულების წინააღდეგ მტკიცებულებათა ერთობა არსებითი განხილვების ფარგლებში ვერ შეგროვდა, ამიტომ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან.
დახურული პროცესებიდან გამოსული ბრალდების მხარე კი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.











