დღეს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.
ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში წლიურ ანგარიშს წარადგენს.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რაგში პარლამენტში პირველად მივა.
სხდომას ბოიკოტის გამო არ დაესწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაა, რომლის თანახმადაც მან აღნიშნა, რომ პარლამენტში ოპოზიციის კითხვებზე საპასუხოდ არ მიდიოდა.











