ირანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ირანში თავდაპირველად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აცრიან.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ირანში კორონავირუსით ინფიცირების 1,473,756 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 58,536 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1,260,045-ს შეადგენს.











