პატრიარქი დღეს, ხუთ საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს ანდრია კრიტელის სინანულის კანონს. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
“წმინდა ანდრია კრეტელის სამშაბათსა და ოთხშაბათს საკითხავი კანონის ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს. ხუთშაბათის მსახურებას კი საქართველოს ეკლესიის მეთაური ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს.”, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 15 მარტიდან დიდი მარხვა დაიწყო. ანდრია კრიტელის კანონი იკითხება მარხვის დაწყებიდან, პირველ ოთხ დღეს.











