“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო ახლოსაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან.
“თუ რაიმე დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ იმ ლოგორეადან და მე იმ წერილს სხვა ვერაფერს ვერ ვეძახი, ის მხოლოდ ივანიშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტყველებს, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს სამჯერ ციტირებ დ საუბრობ როგორ კარგ ოპოზიციას შექმნიდი, თითქოს რაიმე სტანდარტი შექმნა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ივანიშვილი გვეუბნება, რომ ის ჩვენით თამაშობს, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა ღარიბდება, და უკან მიდის.
დღეს, როგორც არასოდეს, გაიქცა, წავიდა, სისუსტის ნიშანია ეს თუ სხვა უპასუხსმგებლობის, ფაქტი ერთია, რომ ჩენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ ასევე დავინახეთ ეს ადამიანი როგორ გავეშებული საუბრობს ოპოზიციაზე, დიახ მეგობრებო, ოპოზიციას არ ირჩევს ივანიშვილი, ოპოზიციას არ ირჩევს ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ამომრჩეველი, ისევე როგორც ამომრჩევლის შედარებითი სიმცირე ირჩევს ოპოზიციას. დიახ, დღეს საქართველოს ჰყავს ოპოზიცია, რომელსაც ივანიშვილი ვერ აკონტროლებს, მიუხედავად 8 წლიანი დაუღალავი შრომისა და წვალებისა, ამიტომ, დღევანდელი დღე, თუ რაიმეთი იქნება აღსანიშნავი, იქნება მხოლოდ ერთით, ეს იქნება კიდევ უფრო მიახლოვება კრიზისის განმუხტვასთან, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან, რადგან თუ ვინმემ მიეცით ხმა ქართულ ოცნებას, ისიც კი გარბის, როგორც უკანასკნელი ვირთხა.
ამრიგად, დავსხდეთ და დავიწყოთ საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ერთადერთ ლეგიტიმურ გამოსავალზე.“ – განაცხადა უგულავამ.











