Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 187 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა, შესაბამისად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.97%.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 390, ხოლო მძიმე პაციენტია 429 ადამიანი.
დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევეა კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.











