დღეს კორონავირუსით 30 წლამდე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ჯერჯერობით პაციენტის გარდაცვალების შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.
როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, მას აქვს გარკვეული სახის ინფორმაცია, თუმცა სანამ დაზუსტებით არ ეცოდინება კონკრეტული ფაქტის შესახებ ღია ეთერში საუბარს არ აპირებს.
30 წლამდე ქალს კორონავირუსი გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურდა! – „პრაიმტაიმმა“ ყველა დეტალი გაარკვია











