დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საზოგადოებასა და მედიას ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშის წარდგენა 14:00 საათზე დაიწყება.
„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საზოგადოებას საკუთარი უწყებების ანგარიშები უკვე წარუდგინეს ნათია თურნავამ, ლევან დავითაშვილმა, გოჩა ლორთქიფანიძემ და მაია ცქიტიშვილმა.










