დღეს ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად, საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ პოლიტპატიმრები ციხიდან არ გათავისუფლდებიან და რიგგაერეშე არჩევნები არ დაინიშნება.
როგორც ცნობილია, აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, იქამდე კი 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.
შეგახსნებთ,ნიკა მელია სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში დააკავეს.











