ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები დღეს, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის წინ მივლენ. აქციაზე რეგიონებიდანაც ელოდებიან მხარდამჭერებს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია 15.00 საათზე დაიწყება.
ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ.











