დღეს საკანონმდებლო ორგანოში მეათე მოწვევის პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება. სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს წარადგენს.
„ეს იქნება ძალიან საინტერესო მოსმენა, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან საინტერესო დისკუსია.გასული წლების მანძილზე, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებოდით ამ უწყების საქმიანობას და მინდა ვთქვა, რომ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ამ უწყებას და ვთვლით, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურის სახით ჰყავს ერთერთი ძალიან ქმედითი და ეფექტიანი უწყება, რომელიც ჩართულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერაიამ.











