საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს კანონმდებლები ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ იმსჯელებენ. საუბარია იმ დეპუტატებზე, რომელებიც პარლამენტში გამართულ სხდომებს არასაპატიო მიზეზების გამო არ ესწრებოდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს:
“რეგლამენტის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საპროცედური საკითხთა კომიტეტი იხილავს პარლამენტის იმ წევრთა საკითხს, რომელმაც სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა.
გვექნება მსჯელობ, არასაპატიო მიზეზით რამდენმა პარლამენტარმა გააცდინა და ამის შემდეგ, შესაბამის სამართლებრივ დასკვნას მივიღებთ კომიტეტზე, რომელიც ბიუროს გადაეგზავნება განსახილველად”, – აცხადებს მაჭარაშვილი.











