დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. დეპიტატების წინაშე მინისტრის რანგში ლაშა ხუციშვილი პირველად გამოვა.
საპარლამენტო ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. მთავარი საკითხი, რომელზეც ოპოზიცია გაამახვილებს ყურადღებას, ლარის კურსი და კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიაა.
ფინანსთა მინისტრთან კითხვები მმართველ გუნდშიც აქვთ. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, ლაშა ხუციშვილს კითხვებს ქვეყანაში არსებულ ინფლაციასა და საგადასახადო შემოსავლების ზრდასთან დაკავშირებით დაუსვამენ.











