დღეს დეპუტატები პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ.
პრემიერი პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, წლიურ მოხსენებას გააცნობს.
სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ 151-გვერდიან მოხსენებაში ასახულია ისეთი მიმართულებევი, როგორებიცაა: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.
სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.











