დღეს პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა გაგრძელდება. 11:00 საათზე ცვლილებებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს.
14:00 საათზე „საარჩევნო რეფორმის“ პროექტს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, 16:00 საათზე კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.
მომავალ კვირას პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
აღსანიშნავია, რომ 21 მაისს კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებების დაცვისა და საპროცედურო საკითხთა და წესების გაერთიანებულმა კომიტეტებმა.










