პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ კანდიდატთა მოსმენებს იწყებს.
იუსტიციის საბჭომ გასაუბრების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენად ოთხი კანდიდატი შეარჩია. თეა ძიმისტარაშვილს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძესა და გენადი მაკარიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.










