დღეს, 10 სექტემბერს 20:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს პრეზენტაციაზე წარადგენს.
ცნობილია, რომ საპარლამენტო სიის ყოველი მეხუთე წევრი ქალი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ოცეულში საზოგადოებისთვის ცნობილი ქალები მოხვდებიან, ესენი არიან:
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გოგუაძე იქნებიან.
ამ ინფორმაციას თეა წულუკიანი გამოეხმაურა და თქვა, რომ დღეს, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, იქნება თუ არა ის საპარლამენტო სიის ოცეულში.
„ვარ თუ არა სიაში, ეს ხვალ გახდება ცნობილი.” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს მომავალ პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.
წარდგენა მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.










