დღეს ქუთაისის 38-ივე საჯარო სკოლასი სასწავლო პროცესი განახლდა. სექტემბრიდან კოვიდპანდემიის გამო არსებული შეზღუდვის გამო სასკოლო ოთახში ქუთაისში დღეს 26 785 მოსწავლე შეიკრიბა.
,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლებში თითქმის 100 %-იანი დასწრებაა. ყველა სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი. 9-ის ნახევრიდან დაიწყო თერმოსკრინინგი დილის ცვლის ბავშვებისთვის. ონლაინ სწავლებისთვის 1250 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა სურვილი. მონაცემები მომავალ ოთხშაბათს განახლდება, რადგან მშობლებს არჩევანის შეცვლა კვირაში ერთხელ, სწორედ ამ დღეს შეუძლიათ”,- ამბობს რესურსეცნტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება ქუთაისის სკოლების 4 ათასამდე თანამშრომელს ჩაუტარდა, საიდანაც 2 800-მდე მხოლოდ პედაგოგია.
აქედან ვირუსი მხოლოდ 3 მასწავლებელს დაუდასტურდა. რადგან მათ კონტაქტი არავისთან ჰქონიათ, სხვებისთვის საფრთხესაც არ წარმოადგენენ. ინფიცირებული პედაგოგები დროებით სხვა მასწავლებლებმა შეცვალეს. სკოლების თანამშრომლების ტესტირება ყოველ ორ კვირაში ჩატარდება.
ავტორი:კესო მოლაშხია











