დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია არ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილია“ ავრცელებს.
„ერთად გავაცილოთ ლექსო უკანასკნელ გზაზე!
გამოსვენება დღეს, 13 ივლისს, 15:00 საათზე, პლატონ იოსელიანის ქ. 37. (ხილიანზე)
აქციების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია არ გაიმართება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. ლექსო ლაშქარავას დღეს კრძალავენ. ოპერატორის სახლთან ხალხი უკვე შეიკრიბა.