„თელასის“ ცნობით, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწოლობრივ) მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ – წერია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










