დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.
ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მმართველი გუნდი კი იმედოვნებს, რომ ცვლილებებს საკმარისი მხარდაჭერა ექნება.
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას 116 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. საკმარისი ხმების არსებობის შემთხვევაში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით გაიმართება.










