საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე დამსწრე გულშემატკივრები შეძენილი ბილეთის საფუძველზე 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
საფეხბურთო მატჩის გამო, დღეს 01:00 საათამდე დაშვებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროსა და ავტობუსის მუშაობაც.











