საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი დღეს, 5 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან.
„5 მაისს, 10:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრი, თანამშრომლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილი იგივე კლინიკაში აცრას 16:00 საათზე გაიკეთებს.











