თბილისის ზოგიერთ უბანში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. „თელასის“ ინფორმაციით, შეზღუდვა ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეხება წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქუთაისის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, გურიელის, თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის, გაზაფხულის, დელისის და კონსტანტინე კაპანელის ქუჩების მოსახლეობას.
ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის და გოლოვნის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










