დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ისაუბრა კოვიდ 19 ის უახლეს სტატისტიკასა და ბოლო 24 საათის განმავლობაში გატარებულ ზომებთან დაკავშირებით.
„დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 941 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში,2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ -19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 26 503-ს. 24 საათში გამოჯანმრთელდა 412 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შეადგენს – 10 163-ს. სამწუხაროდ, 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 193 გარდაცვალების შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1 941 შემთხვევიდან თბილისში გვაქვს 1034 შემთხვევა, აჭარაში – 320, იმერეთში – 258, ქვემო ქართლში – 107, შიდა ქართლში – 68, გურიაში – 12, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 49, კახეთში – 37, მცხეთა-მთიანეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 2“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.











