„სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ქებურიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“,- აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










